Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლიტერატურისა და თარგმანის I კურსის მაგისტრანტებისთვის “ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის” ფარგლებში საბუთების მიღებისა და გასაუბრების ვადების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლიის 31 დეკემბრის N116/01–01 და 2013 წლის 26 დეკემბრის N183/01–01  ბრძანებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად საბუთები მიიღების ვადად განისაზღვროს პერიოდი 2017 წლის 13 მარტიდან 2017 წლის 21 მარტის ჩათვლით, 10:00 დან 17 :00  საათამდე, თსუ- ის I კორპუსი, 208– ე ოთახი.
2.    შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდეს და რექტორის სახელზე წარდგინება მომზადდეს 2017 წლის 24 მარტის ჩათვლით.
3.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის  დეკანი                     /ნანი გაფრინდაშვილი/